იენს სტოლტენბერგი რუსეთს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდებს
იენს სტოლტენბერგი რუსეთს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების პირობები დაიცვას. ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო მზად უნდა იყოს ახალი ვითარებაში ქმედებებისთვის.

სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უნდა მოემზადოს ისეთი მსოფლიოსთვის, რომელსაც შესაძლოა, მცირე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება საერთოდ არ ჰქონდეს.

მისივე თქმით, ალიანსი უნდა მოემზადოს მდგომარეობისთვის, რომლის პირობებშიც რუსეთი ევროპის საზღვრებთან მნიშვნელოვან ბირთვულ სამხედრო სიმძლავრეს განათავსებს. სიტყვით გამოსვლის დროს იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ვითარების გამოსწორებისთვის ექვსთვიანი ვადა აქვს. ამ ხნის განმავლობაში რუსეთს ხელშეკრულების აღდგენა შეეძლება

დატოვე კომენტარი