იენს სტოლტენბერგი - რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ნატო-მ მხარი დაუჭირა ახლო პარტნიორებს - საქართველოსა და უკრაინას
რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ნატო-მ მხარი დაუჭირა ახლო პარტნიორებს – საქართველოსა და უკრაინას, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
იენს სტილტენბერგის გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
„რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ ჩვენ მხარი დავუჭირეთ ახლო პარტნიორებს – საქართველოსა და უკრაინას, სუვერენულ ერებს, რომლებსაც აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ გეზი“, – განაცხადა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის ამ განცხადებას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.
სტოლტენბერგმა თავის სიტყვაში რამდენჯერმე ახსენა რუსეთი.
„2014 წელს რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსირება. პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ერთმა სახელმწიფომ მეორე ქვეყნის ნაწილი მიითვისა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ქცევის მაგალითებს: ისინი სამხედრო წარმომადგენლობას ზრდიან არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე და შავი ზღვიდან ბალტიისპირეთში; სამხედრო აგენტის გამოყენება გაერთიანებულ სამეფოში; ასადის მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა, მუდმივი კიბერთავდასხმები ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე, რომელთა სამიზნე არის ყველაფერი – დაწყებული პარლამენტებიდან და დამთავრებული ელექტროსადგურებით; რთული დეზინფორმაციული კამპანიები და ჩარევა დემოკრატიებში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.