იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ნატო-ს მოკავშირეების გაყოფის მცდელობას გააგრძელებს
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ნატო-ს მოკავშირეების გაყოფის მცდელობას გააგრძელებს

რუსეთი ნატო-ს მოკავშირეების გაყოფის მცდელობას გააგრძელებს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრისას განაცხადა.

„ნატო-ს მიდგომა რუსეთისადმი გადამწყვეტი, თავდაცვითი და თანაზომიერია. ის მოიცავს შეკავებასა და თავდაცვას შინაარსიანი დიალოგისთვის მზადყოფნით. რუსეთი მომავალშიც ეცდება ჩვენს დაყოფას. თუმცა ნატო-ს მოკავშირეები ერთიანები არიან და ჩვენ სოლიდარული ვართ დიდი ბრიტანეთის მიმართ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, ნივთიერება „ნოვიჩოკის“ შესახებ ინფორმაცია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიაწოდოს. მისი თქმით, სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა ალიანსის ტერიტორიაზე ნერვული აგენტის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.