ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
ანკარაში გამართულ შეხვედრამდე, სტოლტენბერგმა აშშ-ის ხელმძღვანელობით სირიაში ქიმიურ სადგურებზე მიტანილი ავიაიერიშების მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დაუსრულებელმა პრაქტიკამ, რომ ის სავარაუდო ქიმიური თავდასხმის გამოძიებას ვეტოს ადებს, აშშ-ს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს სხვა ალტერნატივა არ დაუტოვა.
სტოლტენბერგი თურქეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, მან ასევე შეხვედრა გამართა ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ნურეთინ ჯანიქლისთან.