იენს სტოლტენბერგი - პრეზიდენტი ბაიდენი გახლავთ ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია
იენს სტოლტენბერგი - პრეზიდენტი ბაიდენი გახლავთ ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არის ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად მუშაობენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის, ლევან ახალაიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პირველი არხის კითხვა ეხებოდა, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ალიანსების განმტკიცების შესახებ დადებულ პირობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის მეირ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან განაცხადა, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა. კითხვაზე, შეგიძლიათ უფრო გასაგებად გვითხრათ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია ბაიდენის მიერ აღებულ მტკიცე ვალდებულება, რომელიც პარტნიორებთან თანამშრომლობის განახლებას ეხება.

„მე არ შემიძლია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სახელით ვისაუბრო, მაგრამ ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არის ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად მუშაობენ. ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში აძლიერებდა ურთიერთობას და აშშ მხარს უჭერს ნატო-ს გადაწყვეტილებებს, რომელიც ყველამ, ჩვენ ერთად მივიღეთ, მათ შორის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასაც. ვფიქრობ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მიუხედავად პანდემიისა, შევძელით პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება. ბოლო წლის განმავლობაში არსებითი, შინაარსიანი პოლიტიკური დიალოგი გვქონდა საქართველოსთან. მათ შორის გვქონდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. შარშან სექტემბერში მე შევხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ნატო-ს სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. როგორ პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ გავაძლიერეთ არსებითი პაკეტი. ასე რომ, შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული ურთიერთობა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, არსებობს ნატო-ს წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი.

„გაძლიერებულ პაკეტში ჩვენ ფოკუსირებული ვართ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის პროექტის განხორციელებაზე. ვაგრძელებთ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მხარდაჭერას. 2021 წელს ვგეგმავთ ნატო-ს მეტ წვრთნას საქართველოში. ჩვენ განვამტკიცეთ თანამშრომლობა საზღვაო სივრცეში. ნატო-მ მხარდაჭერა გაუწია საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს და განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება. რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ეს არის რეფორმების გაგრძელება. ჩვენ ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს აქვს უნარიანი უსაფრთხოების ინსტიტუტები, სსადაზვერვო სამსახური და არმიის სამოქალქო კონტროლი. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთად ვმუშაობთ. რეფორმები  არის მთავარი ძალისხმევა და დავალება საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივილი პრესკონფენერციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.