იენს სტოლტენბერგი ოქტომბრის პირველ ნახევარში სერბეთს ესტუმრება
იენს სტოლტენბერგი ოქტომბრის პირველ ნახევარში სერბეთს ესტუმრება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოქტომბრის პირველ ნახევარში სერბეთს ესტუმრება.

სერბული მედიის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი მოლაპარაკებებს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან გამართავს.

29 სექტემბერს, კოსოვოს ჩრდილოეთში გართულებული მდგომარეობის გამო, ვუჩიჩმა სტოლტენბერგის მიმართ პროტესტი გამოთქვა.

მანამდე კოსოვოს რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი სერბებით დასახლებულ ტერიტორიაზე შევიდა, რაც შეთანხმების მიხედვით, აკრძალულია. სპეცრაზმმა წყლის რეზერვუარის გარშემო დაიკავა პოზიციები და ჰიდროელექტროსადგურ „გაზივოდეზე“ კონტროლი დაამყარა.

ინციდენტთან დაკავშირებით სერბეთის პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და პოლიციის სპეცრაზმში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.