იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს სამიტის მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა საქართველოსა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული ჩარევის წინაშე
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს სამიტის მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა საქართველოსა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული ჩარევის წინაშე

თუ რამე გაკვეთილი ვისწავლეთ უკრაინაში, ალიანსის ღირებულ და მრავალწლიან პარტნიორ ქვეყანაში შეჭრით, არის დახმარების დროულად აღმოჩენის მნიშვნელობა. ნატო ეხმარებოდა უკრაინას 2014 წლის შემდეგ სხვადასხვა გზით, მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა პარტნიორებისთვისაც, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსეთის მიერ მათ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ნატო-ს დაგეგმილ სამიტზე შეთანხმდებიან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსული ჩარევის რისკის ქვეშ არიან.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო-ს მომავალი სამიტის მთავარი გზავნილი იქნება სწორედ საქართველოსა და სხვა მოკავშირეების მხარდაჭერა.

„რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, თუ რამე გაკვეთილი ვისწავლეთ უკრაინაში, ალიანსის ახლო, ღირებულ და მრავალწლიან პარტნიორ ქვეყანაში შეჭრით, არის დახმარების დროულად აღმოჩენის მნიშვნელობა. რომ მხარდაჭერა დროულად უმჯობესია, ვიდრე დაგვიანებით. ნატო ეხმარებოდა უკრაინას 2014 წლის შემდეგ სხვადასხვა გზით, მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა პარტნიორებისთვისაც, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსეთის მიერ მათ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის საფრთხის წინაშე. ველოდები, რომ ამ სამიტზე ჩვენ შევთანხმდებით პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსული ჩარევის რისკის ქვეშ არიან.

ჩვენ დავეხმარებით მათ შესაძლებლობებისა და გამძლეობის გაუმჯობესებაში. საქართველოსთვის ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაცული კომუნიკაციები, სიტუაციის ანალიზი, კიბერუსაფრთხოება. ჩვენ ასევე, თბილისთან ახლოს გვაქვს ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი. ჩვენ შეგვიძლია, მეტი რამ გავაკეთოთ ამ მიმართულებით, შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს კიბერშესაძლებლობის განვითარებაში და მეტი კადრი გამოვყოთ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში. ასე რომ, ამ სამიტის მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა საქართველოსა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული ჩარევის წინაშე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დატოვე კომენტარი