იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ჩვენ უკან არ დავიხევთ
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ჩვენ უკან არ დავიხევთ

ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ჩვენ უკან არ დავიხევთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შოკირებულია უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით. ამასთან, აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პუტინმა არ გაიმარჯვოს უკრაინაში, რაც ტრაგედია იქნებოდა უკრაინისთვის, მსოფლიოს კი უფრო სახიფათოსა და მოწყვლადს გახდიდა.

„ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, ვიდრე ეს საჭირო იქნება, ჩვენ უკან არ დავიხევთ. ვაცნობიერებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პუტინმა არ გაიმარჯვოს უკრაინაში, რაც ტრაგედია იქნებოდა უკრაინისთვის და ასევე მსოფლიოს უფრო სახიფათოსა და მოწყვლადს გახდიდა. ნატო-ს მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების საკითხია უკრაინის მხარდაჭერა. ასევე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უფრო მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ უკრაინასთან, რადგან, რასაც ვხედავთ, ეს მხარდაჭერა ყოველდღიურად მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ბრძოლის ველზე. ჩვენ ყველა შოკირებული ვართ უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით. ვხედავთ, რომ პრეზიდენტ პუტინს სურს, უკრაინა დატოვოს სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. პუტინი ზამთარს იყენებს, როგორც იარაღს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.