იენს სტოლტენბერგი - ნატო რუსეთის ქმედებების გამო საკუთარ სამხედრო სტრატეგიას ცვლის
იენს სტოლტენბერგი - ნატო რუსეთის ქმედებების გამო საკუთარ სამხედრო სტრატეგიას ცვლის

ნატო რუსეთის ქმედებების გამო საკუთარ სამხედრო სტრატეგიას ცვლის. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, 2014 წლის შემდეგ ევროპის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების სფეროში ახალი გარემო შეიქმნა, რის შემდეგაც რუსეთის მხრიდან მზარდ ბირთვულ საფრთხეზე რეაგირება გახდა საჭირო.

„ალიანსმა მომავალშიც უნდა განაგრძოს თავდაცვისუნარიანობის დემონსტრირება და რეგიონში სტაბილური ვითარება შეინარჩუნოს. ამისთვის კი საჭიროა, ახალი სამხედრო კონცეფციის შემუშავება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განმარტებით, ამ ხერხს ალიანსი ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად მიმართავს. იენს სტოლტენბერგმა „ველტთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ ნატო-ს ექსპერტებმა ახალი სამხედრო სტრატეგია ამ კვირაში მიიღეს.

მისივე განმარტებით, თავდაცვის სფეროს ხარჯების გაზრდა დონალდ ტრამპთან დათმობაზე წასვლას და მისი სურვილის შესრულებას სულაც არ ნიშნავს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს რეგიონის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.