იენს სტოლტენბერგი - ნატო ფხიზლად რჩება, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას
იენს სტოლტენბერგი - ნატო ფხიზლად რჩება, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

უკრაინის საზღვართან ვხედავთ რუსული ძალების დიდ და უჩვეულო კონცენტრაციას, აგრესიულ რიტორიკასთან და მოსკოვის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ერთად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთს, გადადგას ნაბიჯები გამჭვირვალობის გასაზრდელად, დაძაბულობის შესამცირებლად და დეესკალაციისთვის.

„ნატო ფხიზლად რჩება და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ საკითხებში. ეს არ არის საფრთხე რუსეთისთვის. ნატო ეხმარება უკრაინას აგრესიისგან თავდაცვაში“, – თქვა სტოლტენბერგმა.