იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ
იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ერთად, ნატო უნდა დაეხმაროს ამ ქვეყნებს სუვერენიტეტის დაცვაში.

„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ჩარევის გამო, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ. ჩვენ, ევროკავშირთან ერთად, უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მათი გამძლეობის გაძლიერებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მხარდაჭერაზე ნატო-ს სამიტის დაწყებამდეც ისაუბრა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერები მოელიან მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა. საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს. ასე რომ, მათ უნდა განახორციელონ რეფორმები თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციისთვის. უკრაინაში სასტიკი შეჭრა მხოლოდ ხაზს უსვამს საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროებას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.