იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები დახმარების ვალდებულებას იღებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში
იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები დახმარების ვალდებულებას იღებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ მხარს დავუჭერთ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს ალიანსთან დაახლოებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო სოლიდარობას უცხადებს საქართველოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ ასპექტებში. ჩვენ არასდროს მივიღებთ იმ რეალობას, რომ საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არის საქართველოს კონტროლის ქვეშ. ჩვენ ვაფართოებთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, მათ შორის, თბილისში ტრენინგცენტრის გახსნით და სხვა გზებითაც. მოკავშირეები დახმარების ვალდებულებას იღებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველო ძალიან ღირებული მოკავშირეა შავი ზღვის რეგიონში. საქართველოზე და ალიანსის 30 წევრზეა დამოკიდებული, როდის იქნება საქართველოს გაწევრიანებისთვის შესაფერისი დრო. ვერ გეტყვით ზუსტ თარიღს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ მხარს დავუჭერთ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს ნატო-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.