იენს სტოლტენბერგი - მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა, რუსეთმა მათი სუვერენიტეტი შელახა
იენს სტოლტენბერგი - მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა, რუსეთმა მათი სუვერენიტეტი შელახა

მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა, რუსეთმა მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შელახა, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პორტუგალიაში ვიზიტის დროს გააკეთა.

იენს სტოლტენბერგი პორტუგალიის თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატო-ს სამხედრო წვრთნებს დაესწრო.

სტოლტენბერგმა ისაუბრა ბელარუსის შესხებ და განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთნაირად იქცევიან, როდესაც ახშობენ დემოკრატიულ პროტესტს და დემოკრატიული ოპოზიციის ესხმიან თავს.

„რუსეთი და ბელარუსი ორი ქვეყანაა, თუმცა ისინი ერთნაირად იქცევიან. ამ ქცევას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ეს არღვევს დემოკრატიულ უფლებებს. ეს არღვევს იმ ღირებულებებს, რომლისაც ნატო-ს სჯერა. ესენია კანონის უზენაესობა, ინდივიდუალური თავისუფლება. ის ასევე ქმნის დესტაბილიზაცია და არაპროგნოზირებად გარემოს ჩვენს სამეზობლოში. სწორედ ამიტომ ნატო გააგრძელებს ადაპტაციას და პასუხს გასცემს რუსეთს თავდაცვითი გზით. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინასა და საქართველოს, ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა და რუსეთმა მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შელახა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.