იენს სტოლტენბერგი - მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს
იენს სტოლტენბერგი - მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს

მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შვედეთის წევრობა ალიანსის ყველა წევრს გააძლიერებს.

„ახლა, როდესაც ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი გახდება ნატო-ს 32-ე მოკავშირე. შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და გაგვხდის უფრო უსაფრთხოს“, – წერს სტოლტენბერგი.