იენს სტოლტენბერგი - კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას
იენს სტოლტენბერგი - კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შესახებ წერს. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდის შესახებ. მას მადლობა გადავუხადე ავღანეთში ჩვენი მისიის ერთგულებისთვის“, – წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“