იენს სტოლტენბერგი - ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, რამაც ხელი შეუწყო ევროპის სტაბილურობას, დემოკრატიის გაძლიერებას 
იენს სტოლტენბერგი - ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, რამაც ხელი შეუწყო ევროპის სტაბილურობას, დემოკრატიის გაძლიერებას 

ნატო-ს გაფართოება იყო უდიდესი წარმატება. ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. გაფართოებამ ხელი შეუწყო ევროპის სტაბილურობას, დემოკრატიის გაძლიერებას და კანონის უზენაესობის დაცვას. ნატო-ს კარი ღიაა და ჩვენ ეს შარშან კიდევ ერთხელ დავინახეთ, როდესაც მონტენეგრო ორგანიზაციას შემოურთდა და ნატო-ს 30-ე წევრი გახდა. ჩვენ სამიტზე განვიხილავთ ნატო-ს გაფართოების საკითხებს ასპირანტ ბოსნია- ჰერცოგოვინასთან, საქართველოსთან და ასევე, მაკედონიასთან ერთად,“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენგერგმა მაკედონიელ ჟურნალისტთან საუბრისას.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიესალმება ათენისა და სკოპიეს მცდელობას გადაჭრან სახელწოდებასთან დაკავშირებული რთული და მგრძნობიარე საკითხი.

ნატო-ს გენერალური მდივანმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ მაკედონიის დედაქალაქში იმყოფებოდა.

„თუ სახელწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა გადაიჭრება, მაშინ ნატო ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას, მაკედონიას ორგანიზაციაში მიიპატიჟებს, რათა მაკედონია ნატო-ს მომავალი წევრი გახდეს,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საბერძნეთი მეზობელ სახელმწიფოსგან სახელის შეცვლას ითხოვს, რადგან მაკედონია საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელწოდებაა. ეს დავა მაკედონიას ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებს.