იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვყავს ორი ძალიან ახლო პარტნიორი, უკრაინა და საქართველო
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვყავს ორი ძალიან ახლო პარტნიორი, უკრაინა და საქართველო

ჩვენ გვყავს ორი ძალიან ახლო პარტნიორი, უკრაინა და საქართველო, – ამის ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, რა ზომების მიღებით გეგმავს ნატო აღმოსავლეთის ფლანგსა და შავ ზღვაში საკუთარი როლის გაძლიერებას, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის მოკავშირეებთან სამხედრო წარმომადგენლობა არსებითად აქვს გაზრდილი.

„ბოლო წლებში ნატო-მ არსებითად გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთის ფლანგის მოკავშირეებთან, როგორც საწვრთნელი ჯგუფებით რუმინეთში, ასევე სამხედრო ნაწილებით ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. გასული თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სამი ამერიკული სამხედრო-საზღვაო გემი შავ ზღვაში და ვნახეთ, რომ სხვა მოკავშირეებიც მოქმედებენ შავ ზღვაში. ჩვენ გვყავს სამი მცირე სახელმწიფო – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ასევე გვყავს ორი ძალიან ახლო პარტნიორი – უკრაინა და საქართველო. მოკავშირეები მეტ ინვესტირებას ახორციელებენ.

ერთი-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ამ წინადადებას ვაყენებ, რომ ჩვენ უფრო მეტი დაფინანსება უნდა გვქონდეს შეკავებისა და თავდაცვისთვის, არის ის, რომ მჯერა, ერთად მეტი ფინანსების გადახდით, ჩვენ მეტი მოკავშირის სტიმულირებას მოვახდენთ, რათა ჩვენი წარმომადგენლობით, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, მეტი შესაძლებლობები უზრუნველვყოთ, მათ შორის შავ ზღვასა და ბალტიისპირეთში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა ახალ გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნატო-ს 2030-ის სტრატეგია შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას ეხება. სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის დაფინანსების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.