იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გავზარდეთ შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობა, რადგან შავი ზღვა არის ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გავზარდეთ შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობა, რადგან შავი ზღვა არის ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის

ჩვენ გავზარდეთ შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობა, რადგან შავი ზღვა არის ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, შავი ზღვის სამი ქვეყანა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი არიან ნატო-ს წევრები, ასევე ამ რეგიონში არის ორი ძალიან ახლო პარტნიორი საქართველო და უკრაინა.

„ჩვენ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში. გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ამ რეგიონში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, ასევე მუდმივად ვაფასებთ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, ნაწილობრივ წარმომადგენლობის გაზრდით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ძალების სწრაფად განთავსების შესაძლებლობის გაზრდით. ეს არის ის, რისთვისაც გვჭირდება ჩვენი ძალების მაღალი დონის მზადყოფნა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

დატოვე კომენტარი