იენს სტოლტენბერგი - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა დღეს განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად
იენს სტოლტენბერგი - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა დღეს განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად

განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენს პარტნიორებს – ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას, დღეს ეს პარტნიორები განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლასა და ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად, – ამის შესახებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს.

„განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენს პარტნიორებს – ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას. მოხარული ვარ, რომ თქვენ, ყველანი, აქ იმყოფებით. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს. ნატო და ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამივე ქვეყნის მხარდაჭერას წლების განმავლობაში, მათ შორის, შესაძლებლობების განვითარებაში, რეფორმებსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გასაძლიერებლად წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას და ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემებზე, განსაკუთრებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში და დასავლეთ ბალკანეთზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.