იენს სტოლტენბერგი - ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის
იენს სტოლტენბერგი - ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის

ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თალიბანმა“ პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს, რომ ყველა მსურველმა უსაფრთხოდ დატოვოს ქვეყანა. აეროპორტი და სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები უნდა იყოს ღია. ყველა ავღანელი მამაკაცი, ქალი და ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრებას. უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის. ადგილი არ უნდა ჰქონდეს შურისძიებას.

მთავრობა, რომელიც არ სცემს პატივს ყველა ავღანელის ფუნდამენტურ უფლებებს და აღადგენს შიშის მმართველობას, საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დადგება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.