იენს სტოლტენბერგი - ავღანეთში ომი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება
იენს სტოლტენბერგი - ავღანეთში ომი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ავღანეთში ომის სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და ალიანსის არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ სურს ავღანეთში სამხედროების საჭიროზე მეტ ხანს დატოვება. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ავღანეთში მისიის საკითხზე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

„ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ და განვაგრძოთ სამხედრო მონაწილეობა. ან შეგვიძლია დავტოვოთ ავღანეთი და გავრისკოთ, რომ ავღანეთი ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად იქცევა. იოლი გამოსავალი არ არსებობს “,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრები ამ დრომდე არ ასრულებენ დაპირებას და ძალადობა, რომელის სამიზნეც ხშირად სამოქალაქო პირები არიან, გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალს აშშ-მა და მოძრაობა თალიბანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, აშშ და მისი მოკავშირეები პირობას დებენ, რომ დატოვებენ ავღანეთს, სანაცვლოდ კი „თალიბანი“ იქნება გარანტი, რომ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი არ იქნება.

2021 წლის 4 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დადებული შეთახმების გადახედვას აპირებენ.