იენს სტოლტენბერგი - აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობამ ევროპაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
იენს სტოლტენბერგი - აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობამ ევროპაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობამ ევროპაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

„დღეს ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა, საუკუნის დასაწყისთან შედარებით, გაცილებით მეტია. რამდენიმე კვირაში დაიწყება მასშტაბური სამხედრო წვრთნები „დამცველი 2020“, რომელშიც მონაწილეობის მიზნით, აშშ-დან ევროპაში 20 ათასი სამხედრო ჩავა. პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა უთანხმოების მიუხედავად, ნატო და აშშ დღეს უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად, ვიდრე როდესმე გაგვიკეთებია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს დღეს ნატო-სა და აშშ-ის მონაწილეობა სჭირდება, რათა „რუსეთი შეაკავოს“ და მოსკოვთან შეიარაღების კონტროლსა და ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე დიალოგი გაგრძელდეს.