იენს სტოლტენბერგი - ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა ნატო-ში გაწევრიანების მომხრე იქნებოდა, ახლა რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება იყოს საჭირო
იენს სტოლტენბერგი - ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა ნატო-ში გაწევრიანების მომხრე იქნებოდა, ახლა რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება იყოს საჭირო

ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა ნატო-ში გაწევრიანების მომხრე იქნებოდა, ახლა რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება იყოს საჭირო, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს დაკვეთით ალიანსის წევრ ყველა ქვეყანაში გამოკითხვა ჩატარდა, რომელმაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აჩვენა.

„მაგალითად, ამერიკაში მხოლოდ 13 პროცენტი იტყოდა უარს ნატო-ში გაწევრიანებაზე. ჩვენი მოქალაქეების 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ საერთო უსაფრთხოებისთვის ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.