იენს სტოლტენბერგი - ახლა ვართ თბილისში, რაც უჩვენებს, რაოდენ ძლიერია ჩვენი ურთიერთობები 
იენს სტოლტენბერგი - ახლა ვართ თბილისში, რაც უჩვენებს, რაოდენ ძლიერია ჩვენი ურთიერთობები 

საქართველო არის ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი ნატო-სი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბეგრმა აღნიშნა, საქართველო ნატო-ს უნიკალური პარტნიორია და მისასალმებელია პროგრესი, რომელსაც საქართველოს ახორციელებს რეფორმების კუთხით.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად ძალიან კარგია, რომ დავბრუნდი და კვლავ შეგხვდით ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ. ახლა ვართ თბილისში, რაც უჩვენებს, თუ რაოდენ ძლიერია და მაღალ დონეზეა ასული ჩვენი საპარტნიორო ქმედებები საქართველოსა და ნატო-ს შორის. საქართველო არის ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი ნატო-სი. მოვინახულებ საწვრთნელ ცენტრს, სადაც უნდა ჩატარდეს ჩვენი მეკავშირეების, ჩვენი პარტნიორების წვრთნები და ნატო მუდმივად იქნება თანამშრომლობაში თქვენს გვერდით და მადლობლები ვართ, რათა საქართველო იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით, ჩვენი ერთობლივი მუშაობით, ვაძლიერებთ ნატო-ს უსაფრთხოებას, ჩვენი მეკავშირეების უსაფრთხოებასა და ეს ყოველივე შედის როგორც საქართველოს, ისე ნატო-ს ინტერესებში. საქართველო ნატო-ს უნიკალური პარტნიორი გახლავთ და მივესალმებით პროგრესს, რომელსაც თქვენ ახორციელებთ რეფორმების კუთხით, საქართველო ახორციელებს ამ ნაბიჯებს და ნატო კვლავდაკვალ იმეორებს, რომ საქართველოსთვის კარი მუდამ ღიაა ჩვენი მეკავშირეობისთვის, წევრობისთვის“,  – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ბუქარესტში გაცხადდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და გასული წლის ივლისშიც ნატო-ს სამიტზე ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება.

„საქართველო მიდის წევრობისკენ, ჩვენ ასევე ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტს, ვეწინააღმდეგებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დამოუკიდებლობას, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლით დადგენილ ფარგლებში. ჩემთვის ყოველთვის დიდი სიამოვნებაა თბილისში ყოფნა, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა“, – განაცხადა სტოლტენბეგრმა.