ლონდონში 2019 წლის დეკემბერში ნატო-ს სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში, რომელიც ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ. ნატო-ს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მორიგი შეხვედრა ლონდონში, 2019 წლის დეკემბერში გაიმართება“, – ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.
„ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული სამეფოს თანხმობისთვის, ჩავატაროთ ეს შეხვედრა წელს, ნატო-ს დაარსების 70-ე წლისთავზე. ლონდონში განთავსებული იყო ნატო-ს პირველი შტაბბინა. გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი იყო ალიანსის თორმეტი დამფუძნებლიდან და განაგრძობს მთავარი როლის შესრულებას ალიანსში საერთო უსაფრთხოებაში არსებითი წვლილის შეტანით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.