იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ევროპაში ახალი ბირთვული შეიარაღება არ განთავსდება
ევროპაში ახალი ბირთვული შეიარაღება არ განთავსდება, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუხედვად იმისა, რომ რუსეთი საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას არღვევს, მოკავშირეები ევროპაში ახალი ბირთვული შეიარაღების განთავსება არ აპირებენ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“ შეთანხმებას პირნათლად ასრულებს, თუმცა რუსეთის გადაწყვეტილების გამო, რომელის მიხედვითაც მოსკოვი ახალი რაკეტების დამზადებას აპირებს, ეს შეთანხმება ეფექტური აღარ არის.
„ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ აშშ ასრულებს შეთანხმებას, პრობლემა, მუქარა და გამოწვევა არის რუსეთის ქცევა“, – აცხადებს სტოლტენბერგი.