იენს სტოლტენბერგი 13 მაისს ბრიუსელში უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდება
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 13 მაისს ბრიუსელში უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ლიდერების ბრიფინგი არ იგეგმება.
13 მაისს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა მიღება გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების, საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის ლიდერებმა ევროკავშირისგან მიწვევა უკვე მიიღეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობისთვის ევროკავშირმა ბელორუსის პრზიდენტიც მიიწვია.