იენს სტოლტენბერგი - С-400-ის რუსეთისგან შესყიდვა თურქეთის სუვერენული უფლებაა, თუმცა პრობლემას ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან მათი ინტეგრაცია ქმნის
საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის რუსეთისგან შესყიდვა თურქეთის სუვერენული უფლებაა, თუმცა პრობლემას ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან მათი ინტეგრაცია ქმნის, –
ამის შესახებ ანკარაში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით თურქეთს ასეთი ინტეგრაციის შესახებ მოთხოვნა არ წარუდგენია, შესაბამისად, შეშფოთებული საფუძველი არ არსებობს.