იემენში შეიარაღებული შეტაკებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 10 კი მძიმედ დაშავდა

19:16, 07.08.2019

იემენის ეკონომიკურ დედაქალაქში, ადენში, პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 10 კი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკება პრეზიდენტის სასახლის დაცვასა და შეიარაღებული პოლიციის ერთ-ერთ დაჯგუფებას შორის მოხდა.

შეტაკების დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მოძრაობამ, რომელიც იემენის სამხრეთ რეგიონების ავტონომიას ითხოვს, საკუთარ მომხრეებს მოუწოდა, პრეზიდენტის სასახლესთან გასულიყვნენ.

მსგავსი