იემენში, სამხედრო აღლუმზე აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

16:00, 29.12.2019

იემენში, სამხედრო აღლუმზე აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. „სქაი ნიუს არაბიას“ ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ ედ-დალიაში მოხდა.

ინციდენტის შედეგად 30 ადამიანია დაშავებული. წინასწარი ინფორმაციით, სტადიონის ტრიბუნების თავზე უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული.

სამხრეთ იემენის გარდამავალი საბჭოს „უსაფრთხოების სარტყელის“ ძალებმა თავდასხმაში ამბოხებული შიიტი ჰუსიტები დაადანაშაულეს.

მსგავსი