იემენში, მარიბის საწვრთნელ ბანაკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა
იემენში, მარიბის საწვრთნელ ბანაკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა

იემენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მარიბის საწვრთნელ ბანაკზე ჰუსიტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა. დაშავებულია 50-მდე ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, უმეტესობა მათგანი სამხედრო პირია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელდა, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღიათ ჰუსიტების წარმომადგენლებს.