იემენში, მარიბის საწვრთნელ ბანაკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
იემენში, მარიბის საწვრთნელ ბანაკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

იემენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მარიბის საწვრთნელ ბანაკზე ჰუსიტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით სამხედრო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელდა, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღიათ ჰუსიტების წარმომადგენლებს.