იემენის დედაქალაქში საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
იემენის დედაქალაქში საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

იემენის დედაქალაქ სანაში საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშების შედეგად სხეულის დაზიანება 48 ადამიანმა მიიღო.

ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ თვითერის (twitter) გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ დაშავებულები რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შიიტი ჰუსიტების ცნობით, ავიაიერიშების შედეგად 52 ადამიანი დაშავდა. იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყანაში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 წელს, ამბოხებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ დაიწყო.

გაერო-ს შეფასებით, იემენში თანამედროვეობის ერთ-ერთი მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისია.