იემენელმა „ჰუსიტებმა“ სანააში, გაერო-ს ოფისში რეიდის დროს, სულ მცირე, 11 პირი დააკავეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ სანააში, გაერო-ს ოფისში რეიდის დროს, სულ მცირე, 11 პირი დააკავეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მანამდე გაერო-ს საკვების პროგრამის პრესსპიკერმა, აბირ ეტეფამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები მათ ოფისში დილის საათებში შეიჭრნენ.
ამასთან, „ჰუსიტები“ შევიდნენ UNICEF-ის შენობაშიც, რის შემდეგაც ოფისის თანამშრომელთა ნაწილთან კონტაქტზე გასვლას ვეღარ ახერხებენ.
UNICEF-ის წარმომადგენელმა, ამარ ამარმა განაცხადა, რომ სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს და „ჰუსიტებისგან“ დამატებით ინფორმაციას ითხოვენ.