იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი ტრუმანს“ თავს დაესხნენ რაკეტებით და უპილოტო აპარატებით
180911-N-EA818-2106 ATLANTIC OCEAN (Sept. 11, 2018) The Nimitz-class aircraft carrier USS Harry S. Truman (CVN 75) transits the Atlantic Ocean. Harry S. Truman is conducting sustainment operations in the Atlantic. (U.S. Navy photo by Mass Communication Specialist 2nd Class Thomas Gooley/Released)
იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ თქმით, ისინი წითელ ზღვაში აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი ტრუმანს“ თავს დაესხნენ რაკეტებითა და უპილოტო აპარატებით.
„ჰუსიტების“ პრესსპიკერის, იაჰია სარეას თქმით, დაჯგუფება გასული 24 საათის განმავლობაში სამჯერ დაუპირისპირდა ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ჯგუფს წითელ ზღვაში, რომელსაც „ჰარი ტრუმანი“ ხელმძღვანელობს.
იაჰია სარეას განცხადებით, „ჰუსიტები“ ასრულებენ თავიანთ რელიგიურ, ჰუმანიტარულ და მორალურ ვალდებულებას იემენის დაცვისა და პალესტინელების მხარდაჭერის კუთხით.