იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ მათ პოზიციებზე საუდის არაბეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 77 საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა
იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ მათ პოზიციებზე საუდის არაბეთმა გასული 24 საათის განმავლობაში 77 საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
იემენელი „ჰუსიტების“ თქმით, მათ უკუაგდეს საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დამატებითი ძალები, რომლებიც ლაჰჯიდან ბაბ-ელ-მანდების სრუტის მიმართულებით წინსვლას ცდილობდნენ. ეს ბოლო რამდენიმე საათში უკვე მეორედ მოხდა.
ამასთან, საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს ცნობით, ერ რიადში მდებარე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტში ორი თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთის სამი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, პირველი თავდასხმა აეროპორტის ობიექტების წინააღმდეგ მოხდა, ხოლო მეორე – საუდის არაბეთის თვითმფრინავის. ყველა დაშავებული სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოებში. თავდასხმებმა ასევე მატერიალური ზიანი მიაყენა აეროპორტის ინფრასტრუქტურასა და ქონებას.
საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ შეფერხების შემდეგ აეროპორტის მუშაობა განახლდა, საჰაერო მიმოსვლა კი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.