იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ერ რიადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო იერიშის გამო, რამდენიმე ავიაკომპანია საუდის არაბეთის დედაქალაქში ფრენებს აჩერებს
FILE PHOTO: An aircraft of German air carrier Lufthansa takes off from Berlin Brandenburg Airport in Schoenefeld, Germany, April 21, 2026. REUTERS/Lisi Niesner/ File Photo
იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მდებარე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე რაკეტით იერიშის გამო რამდენიმე ავიაკომპანიამ ერ რიადის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტა.
მედიის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში საუდის არაბეთის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამბოხებული „ჰუსიტები“ კი აცხადებენ, რომ აეროპორტში აფეთქება მათი ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტით მოხდა.
როგორც ცნობილია, თავდასხმის გამო რამდენიმე ავიაკომპანიამ, მათ შორის Lufthansa Group-მა და Air India-მ, ერ რიადის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს. ჯერ უცნობია, თუ რამდენი რეისი შეფერხდა თავდასხმის გამო.
როგორც ცნობილია, კომპანია Lufthansa ერ რიადის მიმართულებით რეისებს 16 ოქტომბრამდე შეაჩერებს. საუდის არაბეთის დედაქალაქის მიმართულებით Air India-ს ყველა რეისი 10 ოქტომბრის ჩათვლით გაუქმდება.
ამასთან, Flightradar24-ის განცხადებით, „ჰუსიტების“ თავდასხმის გამო მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე საათით დახურული იყო.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მდებარე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს. „ჰუსიტების“ თავდასხმები გამწვავდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა და იემენის სამთავრობო ძალებმა ფართომასშტაბიანი სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია დაიწყეს იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც დაჯგუფებამ ერთი თვის წინ იემენის დასავლეთ, წითელი ზღვის სანაპიროსა და ბაბ-ელ-მანდების სრუტის სიახლოვეს დაიკავა.