იემენელი „ჰუსიტების“ ლიდერი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებისას აშშ აყენებს „მოთხოვნებს, რომელთა მიღებაც ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის შეუძლებელია“
იემენელი „ჰუსიტების“ ლიდერის, აბდულ მალიქ ალ-ჰუთის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების დროს აშშ აყენებს „მოთხოვნებს, რომელთა მიღებაც ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის შეუძლებელია“.
მისი თქმით, მიმდინარე ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში ომის მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით „წარუმატებლობის“ შედეგია.
„მოლაპარაკებები წარმატებული თუ იქნება, ეს ან სტაბილურობის უფრო ხანგრძლივ პერიოდს ან აგრესიის დასრულებას გამოიწვევს“, – განაცხადა „ჰუსიტების“ ლიდერმა.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ მოლაპარაკებებში ჩაერთო საკუთარი პირობებით, რომლებიც „ამპარტავნებასა და სიამაყეზეა“ დაფუძნებული.