იემენელი „ჰუსიტები“ თურქეთსა და პაკისტანს ურჩევენ, არ ჩაერთონ საუდის არაბეთის მიერ იემენის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში

11:51, 22.09.2026

იემენელი „ჰუსიტები“ თურქეთსა და პაკისტანს ურჩევენ, არ ჩაერთონ საუდის არაბეთის მიერ იემენის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში. იემენელი „ჰუსიტების“ ლიდერის, საიედ აბდულმალიკ ბადრ ალ-დინ ალ-ჰუთის განცხადებით, საუდიელები ამჟამად ცდილობენ, იემენის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში სხვებიც, კერძოდ, თურქები და პაკისტანელები ჩაითრიონ.

„თურქეთის შემთხვევაში, ისინი ცდილობენ, სირიაში ჩართონ ისეთი „თაქფირისტული“ დაჯგუფებები, რომლებიც გულხელდაკრეფილნი უყურებენ, თუ როგორ არღვევს მტერი ისრაელი სირიის სუვერენიტეტს ყველა შესაძლო გზით – იკავებს ტერიტორიებს, ხელყოფს ღირსებას, იტაცებს სირიელებს, ანადგურებს ყველაფერს და კლავს ხალხს…ვინც მჩაგვრელს უთანაგრძნობს და საკუთარ პოზიციას ისლამური სწავლებებისგან დაშორებით აყალიბებს, ის წაგებულია და ეკისრება ყველა შედეგი – მორალური, სამართლებრივი თუ ჰუმანური თვალსაზრისით“, – განაცხადა „ჰუსიტების“ ლიდერმა.

მსგავსი