„ევერტონის“ ნახევარმცველმა იდრისა გეიემ „პარი სენ-ჟერმენთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, – იტყობინება ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი.
„სქაი სპორტსის“ (Sky Sports) ინფორმაციით, 29 წლის სენეგალელის ტრანსფერი დედაქალაქურ კლუბს 29 მილიონი ევრო დაუჯდა. პსჟ-ს ნახევარმცველის შეძენა ლივერპულელებისგან ზამთარშიც სურდა, მაგრამ მაშინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
2018/2019 წლების სეზონში გეიმ ლივერპულის შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.