იდლიბისა და ჰამას პროვინციების დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
იდლიბისა და ჰამას პროვინციების დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

სირიაში, იდლიბისა და ჰამას პროვინციების დაბომბვის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს სამხედრო თვითმფრინავები და საარტილერიო დანადგარები გამოიყენეს.

სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სირიის სამთავრობო არმია და რუსული სამხედრო ავიაცია.

მასშტაბური დაბომბვების შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვის სამიზნე დასახლებული პუნქტები გახდა. ამასთან, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.