იდლიბის პროვინციაში საჰაერო დაბომბვებს 15 ადამიანი ემსხვერპლა

19:38, 12.07.2019

სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ იდლიბის პროვინციაში საჰაერო დაბომბვებს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, ავიაიერიშები ქალაქებში, იდლიბსა და მაარათ ალ-ნუმანში განხორციელდა.

სირიის სამთავრობო არმიამ, რუსეთის დახმარებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ბოლო ანკლავის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია აპრილის შემდეგ დაიწყო. სამხედრო დაპირისპირებას 2 450 ადამიანი ემსხვერპლა. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, იდლიბი 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. იდლიბი და ევფრატის აღმოსავლეთით სირიის მეოთხედი, რომელსაც აშშ-სგან მხარდაჭერილი ქურთული ჯგუფები აკონტროლებენ, ქვეყნის ის ნაწილებია, რომელზეც ასადის კონტროლი არ ვრცელდება.

მსგავსი