იდლიბის პროვინციაში რუსეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვას ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
იდლიბის პროვინციაში რუსეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვას ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვას ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ავიაიერიში დეესკალაციის ზონაში განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მიერ მხარდაჭერილი სირიის ხელისუფლება, ამბოხებულების და რადიკალური ჯგუფების მიერ კონტროლირებული იდლიბის აღებას გასული წლის აპრილიდან ცდილობს. საომარი მოქმედებების გამო, საცხოვრებელი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. დევნილების უმრავლესობა თურქეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდება.

2018 წლის სექტემბერში თურქეთისა და რუსეთის გარანტიით, იდლიბში დეესკალაციის ზონა შეიქმნა, თუმცა საომარი მოქმედებების შეჩერება ვერ ხერხდება. ანკარა და მოსკოვი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მაგრამ სირიის რეჟიმი და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები დაბომბვას აგრძელებენ.

დატოვე კომენტარი