IBSU-ს სამეცნიერო ჟურნალმა მაღალი სამეცნიერო ინდექსი მოიპოვა
IBSU-ს სამეცნიერო ჟურნალმა მაღალი სამეცნიერო ინდექსი მოიპოვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალმა“ მაღალი სამეცნიერო ინდექსი -Impact Factor Value of 2.357, მოიპოვა.

მაღალი სამეცნიერო ინდექსი უნივერსიტეტის ჟურნალს ISI-მა (International Scientific Indexing) მიანიჭა, რომელიც მსგავს ინდექსს მნიშვნელოვან საერთაშორისო ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებს ანიჭებს. Journal in Humanities-ის რედაქტორის, სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილის შეფასებით, ეს ჟურნალის დიდი წარმატებაა, რაც მის მაღალ სამეცნიერო ხარისხზე მიუთითებს.

„ISI-ს მიზანია, გააუმჯობესოს ცნობადობა და ღია წვდომა სამეცნიერო ჟურნალებზე და გაზარდოს მათი მნიშვნელობა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება ჩვენი ჟურნალის ცნობადობა და ხელმისაწვდომობა“,- განაცხადა თამარ შიოშვილმა.

ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი Journal in Humanities შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2012 წლიდან, წელიწადში ორჯერ გამოიცემა. ჟურნალში სტატიებს ბეჭდავენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები.