„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კარიერის დასრულებას გეგმავს.
ლეგენდარული ფეხბურთელი ფიქრობს იმაზე, რომ საფეხბურთო აგენტი გახდეს. ამის შესახებ იტალიურმა გამოცემა Calciomercato-მ დაწერა.
რაც შეეხება სამწვრთნელო პროფესიას, ზლატანს ის განსაკუთრებით არ ხიბლავს.
ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩი არ აპირებს „მილანთან“ კონტრაქტის გაგრძელებას, რადგან გუნდმა დაითხოვა სპორტული დირექტორი ზვონიმირ ბობანი.