იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა საფეხბურთო აგენტი გახდეს
იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა საფეხბურთო აგენტი გახდეს

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კარიერის დასრულებას გეგმავს.

ლეგენდარული ფეხბურთელი ფიქრობს იმაზე, რომ საფეხბურთო აგენტი გახდეს. ამის შესახებ  იტალიურმა გამოცემა Calciomercato-მ დაწერა.

რაც შეეხება სამწვრთნელო პროფესიას, ზლატანს ის განსაკუთრებით არ ხიბლავს.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ იბრაჰიმოვიჩი არ აპირებს „მილანთან“ კონტრაქტის გაგრძელებას, რადგან გუნდმა დაითხოვა სპორტული დირექტორი ზვონიმირ ბობანი.