იბრაჰიმოვიჩი, შეიძლება, „მილანში“ სპორტულ დირექტორად დაბრუნდეს #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩი, შეიძლება, „მილანში“ სპორტულ დირექტორად დაბრუნდეს #1TVSPORT

„მილანის“ ყოფილი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, მილანურ კლუბში დაბრუნდეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, „მილანის“ მფლობელი ჯერი კარდინალე დაინტერესებულია 41 წლის შვედის დანიშვნით სპორტული დირექტორის პოსტზე.

18 სექტემბერს, იბრაჰიმოვიჩი დაესწრო „მილანის“ ვარჯიშს „ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ.

შვედმა კარიერის დასრულების შესახებ ამა წლის ზაფხულში გამოაცხადა. „მილანი“ მისი ბოლო კლუბი იყო კარიერაში.