იბრაჰიმოვიჩი ოქტომბერში საუკეთესო იყო - იტალიის ჩემპიონატმა 39 წლის ფეხბურთელი გამოარჩია
გასულ თვეში „მილანის“ შვედი ფორვარდი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, – იუწყება სერია ა-ს ოფიციალური ვებგვერდი.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ მაისური ორჯერ მოირგო და ოთხი გოლი გაიტანა, თანაც „რომასა“ და „ინტერის“ წინააღმდეგ.
ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოება კვირას, 8 ოქტომბერს, „მილანისა“ და „ვერონას“ მატჩამდე გაიმართება.