იბრაჰიმოვიჩი ოქტომბერში საუკეთესო იყო - იტალიის ჩემპიონატმა 39 წლის ფეხბურთელი გამოარჩია
იბრაჰიმოვიჩი ოქტომბერში საუკეთესო იყო - იტალიის ჩემპიონატმა 39 წლის ფეხბურთელი გამოარჩია

გასულ თვეში „მილანის“ შვედი ფორვარდი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო,  – იუწყება სერია ა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ მაისური ორჯერ მოირგო და ოთხი გოლი გაიტანა, თანაც „რომასა“ და „ინტერის“ წინააღმდეგ.

ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოება კვირას, 8 ოქტომბერს, „მილანისა“ და „ვერონას“ მატჩამდე გაიმართება.