„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
ფეხბურთელი შვედების მთავარ მწვრთნელს უკვე შეხვდა და იან ანდერსონთან ეს საკითხი განიხილა.
„როცა შევიტყვე, რომ ზლატანი ნაკრებში დასაბრუნებლად მზად არის, რა თქმა უნდა, მას შევხვდი და ვილაპარაკეთ, – ამბობს შვედეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი. – მოხარული ვარ, რომ ჩვენ სწრაფად მოვახერხეთ შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა. ჩვენი დიალოგი მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“.
იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრები 2016 წელს დატოვა. ფეხბურთელი ახლა 39 წლის არის, თუმცა იტალიის ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობს და ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელია.
აღსანიშნავია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ და 115 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი.